ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად 1 000 000 ადამიანია აცრილი

Read Time:34 Second

ს თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველოში ორჯერადად აცრილების რიცხვი მილიონს გადასცდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ორჯერადად აცრილების რიცხვი უკვე მილიონს გადასცდა და გვყავს აცრილი 1 009 992 მოქალაქე. ჩვენ ვითვლით პოპულაციის აცრას და ამასთან დაკავშირებით ბევრი კრიტიკა გვესმის. როგორ გამოიყურება ეს სტატისტიკურად, ალბათ მნიშვნელოვანია. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ გვყავს აცრილი მოსახლეობის 40%, ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ სრული პოპულაციის 40%-ს. ხოლო, ის სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს 21 იანვარს ჰქონდა დადებული, რომ პოპულაციის 60% აიცრას, ამ სამიზნე მაჩვენებელთან ჩვენ მხოლოდ 1% გვაშორებს. შესაბამისად, საქართველოში, დათქმული 60%-დან, სამიზნე ჯგუფში ერთჯერადად ვაქცინირებული უკვე 59% არის. ეს კი ძალიან დიდ იმედს იძლევა იმისსა, რომ ჩვენს სამიზნე მაჩვენებელს უახლოეს მომავალში მივაღწევთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ინდოეთში ლეოპარდი სკოლის შენობაში შევიდა და მოსწავლეს დაესხა თავს
Next post საქართველოში კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 014 პაციენტი