საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სვანეთში დაცულ ქურაშის ოთხთავს რესტავრაცია ჩაუტარდება

Read Time:41 Second

ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, IX-X საუკუნეების პალიმფსესტური სახარება, თბილისში დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასა და ეცერის თემის წარმომადგენლებთან შეთანხმებით ჩამოიტანეს. ტრანსპორტირების პროცესს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი,  ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უნიკალური ხელნაწერი ეროვნულ არქივში სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 18 თვეს დარჩება, შემდეგ კი, სრულად რესტავრირებული ოთხთავი კვლავ ეცერის თემში დაბრუნდება. სამუშაოების გეგმა-გრაფიკი ოთხთავის დაზიანების ხარისხის დადგენის შემდეგ განისაზღვრება.

რესტავრაციას ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის რესტავრატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესისი სრული დაცვით შეასრულებენ, რაც გაზრდის უნიკალური დოკუმენტის დაცულობის ხარისხსა და მისი შენახვის ხანგრძლივობას.

ქურაშის სახარება სვანეთში დაცული მეორე ხელნაწერია, რომელიც რესტავრაციის პროცესს ეროვნული არქივის  ლაბორატორიაში გაივლის. 2021 წელს აქ ლახამულის XII საუკუნის ოთხთავის სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. უნიკალურ ხელნაწერებზე მუშაობის შესაძლებლობას ლაბორატორიის თანამედროვე, ევროპული სტანდარტის შესაბამისი მასალა-დანადგარები და რესტავრატორთა მაღალი პროფესიონალიზმი განაპირობებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო – მისი სახით ჩვენმა გუნდმა, თერჯოლამ და მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ახალგაზრდა, თავისი ქვეყნის პატრიოტი სახელმწიფო მოღვაწე
Next post დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება ⚽