პრემიერი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო – მისი სახით ჩვენმა გუნდმა, თერჯოლამ და მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ახალგაზრდა, თავისი ქვეყნის პატრიოტი სახელმწიფო მოღვაწე

Read Time:19 Second

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თერჯოლის მერის, ბატონი ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური უსამძიმრებს გოგიაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თერჯოლის მერის, ბატონი ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო. მისი სახით ჩვენმა გუნდმა, თერჯოლამ და მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ახალგაზრდა, თავისი ქვეყნის პატრიოტი სახელმწიფო მოღვაწე. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ლაშას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს“, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი გარდაიცვალა
Next post საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სვანეთში დაცულ ქურაშის ოთხთავს რესტავრაცია ჩაუტარდება