საქართველოს ეროვნული ნაკრები რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრებს შეუერთდა

Read Time:19 Second

საქართველოს ეროვნული ნაკრები რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრებს შეუერთდა.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანია განთავსებული. რესპუბლიკის მოედანზე მივიდა და გამარჯვება მიულოცა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემაც.

საქართველოს ნაკრებმა დღეს საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა ჩაატარა და საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სასიხარულო ამბავი – ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ბიჭის მშობლები გახდებიან
Next post პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს