რატი იონათამიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრობს დისკრიმინაციული ლექსიკით

Read Time:45 Second

რატი იონათამიშვილი „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: რა სიტყვა ვიხმარო, არც ვიცი. გგონიათ, რომ ხალხი ბრმა არის, ყრუ არის…” შესაბამისი პოსტი უმრავლესობის წევრმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„სამწუხაროდ, დეპუტატი, რომელიც თავს დებს დასავლურ ღირებულებებზე, ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრობს დისკრიმინაციული ლექსიკით და შეზღუდული შესაძლებლობის მინიშნებით იყენებს სიძულვილის ენას. ბატონო მამუკა, უსინათლო და სმენის არმქონე ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. შეიძლება, ეს თქვენთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ მათ, თანაბარი პირობების შემთხვევაში, შეუძლიათ ყველაფერი ძალიან კარგად გაიგონ და დაინახონ.

ჩემთვის, კრიტიკულად მიუღებელია, საქართველოს პარლამენტში მსგავსი საკითხების უყურადღებოდ დატოვება, ამიტომ შესაბამისი შეფასებისა და პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, პრეცედენტების შექმნა. მე აუცილებლად მივმართავ პარლამენტის ეთიკის საბჭოს. სახეზეა, საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის (ქცევის წესები) ო. ქვეპუნქტის დარღვევა.

P.S. სიტყვით გამოსვლა გადაიცემა სურდო თარგმნით. ერთი წამით, წარმოვიდგინოთ, სმენის არმქონე ადამიანების რეაქცია, როცა ბატონი მამუკა მათ დამამცირებელ და დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენიებს“, – წერს იონათამიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე მამუკა ხაზარაძეზე: კვლავ დესტრუქციის ნაპერწკალი გაჩნდა ოპოზიციის რიტორიკაში
Next post კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ