პეკინი 2022 | ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალზე საქართველო ცხრა სპორტსმენით წარდგა

Read Time:33 Second

დღეს, 4 თებერვალს, თბილისის დროით 16:00 საათზე პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა, რომლის პირდაპირ რეპორტაჟსაც მაყურებელი საქართველოს პირველ არხზე ადევნებდა თვალს.

საქართველოს ოლიმპიური გუნდი ჩინეთის დედაქალაქში ცხრა სპორტსმენით ასპარეზობს და ეს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ქვეყნის ნაკრებისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

პეკინი 2022-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ჩვენი ოლიმპიური ნაკრების მედროშეებად ნინო წიკლაური და მორის ყვითელაშვილი წარდგნენ.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები პეკინი 2022-ზე

მორის ყვითელაშვილი – ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (კაცები)

ანასტასია გუბანოვა – ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (ქალები)

მარია კაზაკოვა/გიორგი რევია – ფიგურული ციგურაობა, ყინულზე ცეკვა (სერეული წყვილები)

კარინა საფინა/ლუკა ბერულავა – ფიგურული ციგურაობა, სპორტული სრიალი (შერეული წყვილები)

ნინო წიკლაური – სამთო თხილამურობა

სოსო ჯაფარიძე – სამთო თხილამურობა

საბა ქუმარიტაშილი – მოციგავე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: გულწრფელად გეტყვით, არც იქნებოდა საშური, რომ სააკაშვილის ამ გუნდთან ერთად ხელი მოგვეწერა რაიმე დოკუმენტზე
Next post ბადრი ჯაფარიძე: შევჯერდით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას პრობლემებზე, რომელიც სასამართლო სისტემაშია, მმართველმა გუნდმა საკუთარი ხედვა უნდა წარმოადგინოს – ვნახოთ, სად არის გადაკვეთის წერტილები