ბადრი ჯაფარიძე: შევჯერდით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას პრობლემებზე, რომელიც სასამართლო სისტემაშია, მმართველმა გუნდმა საკუთარი ხედვა უნდა წარმოადგინოს – ვნახოთ, სად არის გადაკვეთის წერტილები

Read Time:41 Second

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა, მისი თქმით მხარეები შეჯერდნენ, რომ წარმოადგენენ თავიანთ ხედვას პრობლემებზე, რომელიც სასამართლო სისტემაში მწვავედ დგას.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, “ლელოს“ სასამართლო რეფორმის საკითხზე გააჩნია არა მხოლოდ ხედვა, არამედ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებებიც აქვს ინიცირებული.

“ჩვენ წარვადგენთ არა მხოლოდ სუბიექტურ შეფასებებს, არამედ დასაბუთებულ არგუმენტებს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე. სასამართლო რეფორმა, რომელსაც ჩვენი მეგობრები ითხოვენ, არის გასაღები იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს გადადგას ნაბიჯი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით. შარშან, ქვეყანამ 300 მილიონი ლარი დაკარგა იმის გამო, რომ ის სასამართლო რეფორმები არ გატარდა, რისი პასუხისმგებლობაც “ქართულ ოცნებას” ჰქონდა აღებული. თითოეული ჩვენთაგანი გაცილებით მეტს დავკარგავთ, თუ ის სასამართლო რეფორმები არ გატარდება, რასაც ჩვენგან დასავლელი პარტნიორები ელიან“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სამუშაო კაბინეტში საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სასამართლო რეფორმაზე შეხვედრა გაიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პეკინი 2022 | ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალზე საქართველო ცხრა სპორტსმენით წარდგა
Next post საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას