პაატა იმნაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე: არავის სიამოვნებს ადამიანებისთვის დისკომფორტის შექმნა, მაგრამ დღეში 50 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალება არასასიამოვნოა

Read Time:50 Second

პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებას ის ფაქტი აჭიანურებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული წესების ზედმიწევნით დაცვა ჭირს.

„კარგი იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დისტანციის დაცვა რომ შეიძლებოდეს. არავის სიამოვნებს, რომ ადამიანებს დისკომფორტი შევუქმნათ, მაგრამ არავის სიამოვნებს დღეში 50 ადამიანს გარდაცვალება კოვიდის გამო“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოქმედება 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდა.

საქართველოში კორონავირუსის 244 612 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 228 359. გარდაიცვალა 2 867 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 496, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 873. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 579 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გიორგი რურუა დიდწილად ოპოზიციის გამო რჩება ციხეში
Next post გიორგი ვოლსკი: ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტს, რომ თანამშრომლობა არის ქვეყნის გადარჩენის და სწორ გზაზე სიარულის ერთადერთი გზა, მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველას მხრიდან