ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გიორგი რურუა დიდწილად ოპოზიციის გამო რჩება ციხეში

Read Time:1 Minute, 2 Second

„მოქალაქეების“ ლიდერი აცხადებს, რომ დღეს გიორგი რურუა გარეთ რომ არ არის, ეს დიდწილად ოპოზიციის ბრალია. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს, იქაც არ მინდა რაღაცებზე ლაპარაკი და ოპოზიციას ჰქონდა მიქარული სიმართლე გითხრათ. თავის თავში ჩაიხედონ, დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, ძალიან დელიკატური საკითხია. მაგრამ იქ დახურულ შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ რაღაცები რომ უთხრა და გაახსენა ოპოზიციას, ყველამ თავი დახარა. თავის თავს დააბრალონ, გამგებმა გაიგო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კითხვაზე, ის რომ გიორგი რურუა გარეთ არ არის, ეს ოპოზიციის ბრალია და არა ხელისუფლების, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა: „დიდწილად ოპოზიციის ბრალია“.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა 8 მარტის შეთანხმება, რომელშიც ელჩებიც მონაწილეობდნენ შესრულდა.

„8 მარტის შეთანხმება შესრულდა 120/30-ზე მივიღეთ პოლიტიკურ ნაწილში, პოლიტიკური პატიმრების ნაწილი გამოვიდა. იქ რაღაცები რომ თქვეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ჩემთვის მოულოდნელი იყო, მე 8 მარტის შეთანხმებაში არ ვმონაწილეობდი, ვიღაც-ვიღაცებმა თავი დახარეს და კრინტი ვერ დაძრეს, რადგან რაღაც-რაღაცები გააფუჭა ოპოზიციამ. ვინც იცის, ის გამოვიდეს, თუნდაც გიორგი რურუას ოჯახში წავიდეს და ახსნა-განმარტებები ჩააბაროს, რა გააკეთა და როგორ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ მოთხოვნაა ახალი და ვადამდელი არჩევნები, ამის ერთგული ვართ 31 ოქტომბრის შემდეგ
Next post პაატა იმნაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე: არავის სიამოვნებს ადამიანებისთვის დისკომფორტის შექმნა, მაგრამ დღეში 50 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალება არასასიამოვნოა