ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ მოთხოვნაა ახალი და ვადამდელი არჩევნები, ამის ერთგული ვართ 31 ოქტომბრის შემდეგ

Read Time:34 Second

რაც შეეხება ინდივიდუალურ შეხვედრებს, შეგვიძლია დავსხდეთ და ვისაუბროთ, თუმცა ის წინადადება, რომელიც დღეს იქნა წამოყენებული, ნამდვილად არ არის ჩვენთვის მისაღები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი მოთხოვნაა ახალი და ვადამდელი არჩევნები.

„რატომ უნდა დავარქვათ რაღაცას პლებისციტის სახელი, როდესაც შეიძლება, რომ გაიმართოს პირდაპირ პლებისციტი და არა არჩევნები, რომლებიც წარმოჩენილი იქნება პლებისციტად. არჩევნები და პლებისციტი ორი სრულიად განსხვავებული თემაა. ჩვენ მოთხოვნაა ახალი და ვადამდელი არჩევნები, ამ მოთხოვნის ერთგული ვართ 31 ოქტომბრის შემდეგ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„მოქალაქეები“ და „გირჩი“ ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებენ. კვირას ჩანიშნულია შეხვედრა „სტრატეგია აღმაშენებელთან“. ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტია „მოქალაქეები“ მზად ვართ ელჩების თანდასწრებით შეხვდეს „ქართულ ოცნებას“ და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა გურასპაული: ძალიან ბევრი დამსახურებული ვეტერანი კალათბურთელი იღებს ივანიშვილის დახმარებას, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
Next post ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გიორგი რურუა დიდწილად ოპოზიციის გამო რჩება ციხეში