გიორგი ვოლსკი: ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტს, რომ თანამშრომლობა არის ქვეყნის გადარჩენის და სწორ გზაზე სიარულის ერთადერთი გზა, მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველას მხრიდან

Read Time:59 Second

ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტს, რომ თანამშრომლობა არის ქვეყნის გადარჩენის და სწორ გზაზე სიარულის ერთადერთი გზა, მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველას, პოლიტიკოსების, მედიისა და საზოგადოების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკის განაცხადა.

დეპუტატს მიაჩნია, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის კონსულტაციებსა და პარლამენტში საქმიანობას ალტერნატივა არ აქვს.

„პასუხისმგებლობის აღებას ვგულისხმობ არა მხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებსაც მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი პროცესების ფონზე კავკასიაში ისეთი სტაბილური მოკავშირე სჭირდებათ, როგორიც საქართველოა თავისი ყველა მონაცემით, განსაკუთრებით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

პასუხისმგებლობა ის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, რითაც ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი უნდა ხელმძღვანელობდეს. ჩემი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტს, რომ თანამშრომლობა არის ქვეყნის გადარჩენის და სწორ გზაზე სიარულის ერთადერთი გზა, მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველას მხრიდან”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის გუშინ შედგა.

„გირჩის“ ინიციატივაა, რომ რეალურ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნებს პლებისციტის ფუნქცია მიენიჭოს. შესაბამისად, თუ ჯამურად ოპოზიცია გაიმარჯვებს, 2022 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. წაგების შემთხვევაში, კი აღიარონ, რომ გაყალბება სულაც არ ყოფილა იმ მასშტაბის, რის მტკიცებასაც თავად ცდილობენ. „გირჩი“ და „მოქალაქეები“ ამ მიზნით, ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებენ. განსხვავებული შეხედულება აქვთ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა იმნაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე: არავის სიამოვნებს ადამიანებისთვის დისკომფორტის შექმნა, მაგრამ დღეში 50 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალება არასასიამოვნოა
Next post გიორგი ვოლსკი ბუკნარის მოვლენებზე: ამ დაძაბულ სიტუაციაში ცეცხლზე ნავთის დასხმა არავინ უნდა სცადოს