ნინო ბურჯანაძე: თუ ხელისუფლების მხრიდან გადმოიდგმება ნაბიჯები, ევროპელი მეგობრების თხოვნას გავითვალისწინებთ
ვიმსჯელეთ შემდეგ გემებზე, როგორ უნდა წარმართოს ოპოზიციამ შემდეგი აქტივობა იმისთვის, რომ შედეგი მივაღწიოთ, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ყველანი მნიშვნელოვნად ვთვლით, რომ ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ხელმძღვანელი ჩაერთო ამ პროცესში. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩამონათვალი გაკეთდა ევროკავშირის მხრიდან და იმ ჩამონათვალში უმთავრესი ადგილი უკავია პოლიტპატიმრების და შესაძლო ვადამდელი არჩევნების თემას, დეტალებზე იყო საუბარი დღეს და კოლეგებმა ამ შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, თუ ხელისუფლების მხრიდან გადმოიდგმება ნაბიჯები, ისინი გაითვალისწინებენ ევროპელი მეგობრების თხოვნასაც და შეიძლება გარკვეული კორექტირება ამ რამდენიმე მცირემასშტაბიანი აქციის ჩატარების დროსა და ადგილზე იმსჯელონ. „თუმცა არ მგონია, რომ 13 რიცხვის აქციას ცვლილება უნდა შეეხოს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...