ნათია თურნავა BAG-ის ინდექსზე: მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი დადებითად აფასებს ბიზნეს კლიმატს და მათი მხრიდან პოზიტიური მოლოდინები ფიქსირდება

Read Time:50 Second

მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი გრძნობს და დადებითად აფასებს ბიზნეს კლიმატს და მათი მხრიდან პოზიტიური მოლოდინები ფიქსირდება, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსის 2021 წლის მესამე კვარტლის კვლევის შეფასებისას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევის თანახმად, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები დადებითად შეაფასეს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გასულ თვეებში ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი დადებითად აისახა ბიზნესის მიერ არსებული მდგომარეობის შეფასებაში – 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელმა, 13 ქულით გაუმჯობესების შედეგად, დადებითი 10.8 ქულა შეადგინა.

ნათია თურნავას თქმით, ის, რომ საქართველოში უმჯობესდება ბიზნესგარემო და საკმაოდ სწრაფად, მაღალი ტემპებით მიდის ეკონომიკის აღდგენა, ასევე ასახულია საქსტატის ბოლო პერიოდის მონაცემებშიც, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამას თავად ბიზნესიც გრძნობს, დადებითად აფასებს ბიზნეს კლიმატს და დადებითი მოლოდინები აქვს.

„ბიზნეს ასოციაციის კვლევა აჩვენებს, რომ ბიზნესი ორიენტირებულია, რომ სამომავლოდ მშვიდობიანად გააფართოოს თავის საქმიანობა, მეტი პროდუქცია აწარმოოს, მეტი სამუშაო ადგილი შექმნას, ახალი ინვესტიციები განახორციელოს და ამისთვის რისკებს ვერ ხედავს. ეს ასევე ასახულია საერთაშორისო რეიტინგებშიც და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ ჩვენი პოლიტიკით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროკავშირი ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს 100 მილიონი ევროთი ზრდის
Next post მიხეილ ჩხენკელი – გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, პანდემიის გამო სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია