მცხეთის მერობის კანდიდატი დიმიტრი ზურაბიშვილი ხალხთან ურთიერთობის მთავარ თვისებად გულწრფელობას მიიჩნევს

Read Time:1 Minute, 8 Second

მცხეთის მერობის კანდიდატი დიმიტრი ზურაბიშვილი მოსახლეობასთან
წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ყოფილი სამრთალდამცავი
პოლიტიკაში მოღვაწეობას იგივე პრინციპებით გეგმავს – პროფესიონალიზმი,
სამართლიანობა, პატიოსნება და გუნდურობა. დიმიტრი ზურაბიშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარ თვისებად გულწრფელობას და
უბრალოებას მიიჩნევს. კანდიდატის პროფესიული გზა მთლიანად მცხეთას
უკავშირდება. მცხეთაში დაიწყო მისი პროფესიული მოღვაწეობა და მერად
არჩევის შემთხვევაში, მცხეთის მუნიციპალიტეტზე ზრუნვას ასევე დიდი
პასუხისმგებლობით აპირებს.
დიმიტრი ზურაბიშვილი:
-„ბავშვობიდან მიზანდასახული ვიყავი და ყოველთვის მჯეროდა, თუ მიზანი
გაქვს, აუცილებლად მიაღწევ. მე ჩემით განვვლე კარიერის გზა რიგითი
თანამშრომლობიდან მაღალ საფეხურამდე. ვიცი სწავლისა და შრომის ფასი და
ყოველთვის მზად ვარ, დავეხმარო ყველა მიზანდასახულ ადამიანს,
განსაკუთრებით, ახალგაზრდებს.
უშიშროების აკადემიის დამთავრების შემდეგ, ჩემი პირველი სამსახური მცხეთას
უკავშირდება. აქ გავიარე ყველა საფეხური, რიგითი თანამშომლობიდან
სამსახურის უფროსობამდე, რაც ნამდვილად არ ყოფილა მარტივი. სამწუხაროდ,
ბევრი გამოწვევის წინაშე ვიდექი, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყოდი, რომ ბევრი
გამოწვევის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ვემსახურებოდი. ჩემი
სამსახურეობრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცი თითოეული
ადამიანის უსაფრთხოების და ასევე მათი თავისუფლების ფასი.
მოსახლეობისგან ნდობას მოიპოვებ იმ შემთხვევაში, როდესაც მათიანი ხდები.
სწორედ ეს იყო ჩემი პრინციპი და იგივე პრინციპებით მსურს განვაგრძო მუშაობა
პოლიტიკაში. მთავარი თვისება, რაც პოლიტიკოსს სჭირდება, არის ხალხთან
გულწრფელობა.  ასევე, უმნიშვნელოვანესია  პროცესების თუ ორგანიზაციის
სისტემური  მართვა  თანამშრომელთა მაქსიმალური ჩართულობით.
ჩემი პროფესიული ცხოვრების გზა არ ყოფილა მარტივი. ვფიქრობ, მცხეთის
მერად არჩევის შემთხვევაშიც  საკმაოდ რთული გზის გავლა მომიწევს, მაგრამ,
ძალას მმატებს ის გარემოება,  რომ ხალხს უნდა ვემსახურო. ამას უდიდესი
პასუხისმგებლობა სჭირდება და სიამოვნებით ავიღებ ამ პასუხისმგებლობას ჩემს
გუნდთან ერთად“, – განაცხადა მცხეთის მერობის კანდიდატმა დიმიტრი
ზურაბიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი – სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას, გამოსავალი არის მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით მასწავლებლების ვაქცინაცია
Next post იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები 1 თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა