მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, მოხსენით გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებს და ჩემი პროცესი ავტომატურად შეწყდება

Read Time:38 Second

“სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე” ბრალდებულმა,  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

“ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, ის ხშირად ამბობს, მას შემდეგ რაც ასობით ათასმა ქართველმა შეაგროვა ხელმოწერა ჩემ გათავისუფლებაზე, ევროპარლამენტმა მიმართა და მრავალი სახელმწიფოს ხელმძღვანელმა, ის ამბობს, რომ ეს არის მორალური საკითხი, ქალბატონო სალომე, მორალური საკითხი არ არის ასევე ის, რომ მოიხსნას გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებზე, იმიტომ, რომ მე მასამართლებენ იმაზე, რასაც დღეს ყოველდღე აკეთებს მთავრობა, თქვენ გაქვთ თქვენ უფლებამოსილებაში, მოხსენით და ეს ავტომატურად შეწყვეტს ამ პროცესს.

უკრაინის დაზვერვამ გამოაცხადა და ის ეყრდნობა დასავლურ დაზვერვებს, რომ რუსეთი არ აძლევს საშუალებას თურმე საქართველოს ხელისუფლებას ჩემი გათავისუფლების, მე მინდა ვუთხრა ყველას, არ გეხამუშებათ, რომ ამაში მონაწილეობთ?! რომ რუსეთის ტყვის შემდგომ დაკავებაში მონაწილეობთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ პროცესზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბორჯღალოსნებმა პორტუგალიის ნაკრები 36-10 დაამარცხა
Next post მიხეილ სააკაშვილი: სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, რადგან ხაჭაპური 50 თეთრით უფრო ძვირი ღირს – ასეთი ისტორიებისგან შედგება დღეს ჩვენი ცხოვრება