მიხეილ სააკაშვილი: სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, რადგან ხაჭაპური 50 თეთრით უფრო ძვირი ღირს – ასეთი ისტორიებისგან შედგება დღეს ჩვენი ცხოვრება

Read Time:40 Second

„დააკვირდით, სტუდენტები ყიდულობენ მასობრივად ლობიანებს და არ ყიდულობენ ხაჭაპურებს, მარტივი მიზეზის გამო, ხაჭაპური ღირს 50 თეთრით უფრო ძვირი, ვიდრე ლობიანი. ასეთი ისტორიებისგან შედგება დღეს ჩვენი ცხოვრება“ – ამის შესახებ მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში 350 000 ადამიანი 800 ლარის ოდენობის ხელფასს იღებს.

„წარმოიდგინეთ, საქართველო არის ისეთი მანქანა, რომელსაც საჭედ უზის ადამიანი, რომელიც მიაქანებს უფსკრულისკენ და გადაჩეხავს, ქართველი ხალხი ჩაკეტილი ჰყავს სადღაც საბარგულში. ესენი მანქანიდან უნდა გადავყაროთ და გავუშვათ. ამიტომ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, ქმედითები.

თუ ამ არჩევნებში არ მოხდა ხელისუფლების შეცვლა, ჩვენ ავტომატურად მივიღებთ იმას, რომ იმ თაობისთვის, რომელიც პირველად აძლევს ხმას, შეიძლება იყოს ბოლო არჩევნები და არასდროს აღარ იყოს არც საქართველო, აღარც თავისუფალი არჩევნები. ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად ვიქნებით აქტიურები, ბედის ბორბალს აუცილებლად დავატრიალებთ წაღმა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, მოხსენით გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებს და ჩემი პროცესი ავტომატურად შეწყდება
Next post ილია თოფურია საქართველოში დღეს ჩამოვა