მარინა ეზუგბაია: COVID19-ის ახალი შემთხვევებიდან 10 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება

Read Time:27 Second
ბოლო 24 საათში დაგვემატა 11 შემთხევვა და დღეს დილისთვის არის COVID19-ის 604 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 10 პაციენტის დაინფიცირების წყარო ბოლნისია, ერთი პაციენტის წყაროს მოძიება გრძელდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
 
საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
 
კარანტინის რეჟიმშია 4887 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 500. ინფექციას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა.
 
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან რატიანი – ბოლო 24 საათში ახალი პაციენტები არ გვყოლია, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს
Next post საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 უკვე გამოჯანმრთელდ