ლევან რატიანი – ბოლო 24 საათში ახალი პაციენტები არ გვყოლია, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს

Read Time:34 Second

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცრებული 61 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი ეწერება, კიდევ 10-მა კი შესაძლოა, კლინიკა უახლოეს მომავალში დატოვოს.

კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას ბოლო 24 საათში ახალი პაციენტები არ ჰყოლია.

მისივე თქმით, იმედი აქვს, ასე გაგრძელდება და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა რამდენიმე კვირაში კორონავირუსთან ბრძოლას მოიგებს.

„დღეს კლინიკიდან ეწერება ექვსი გამოჯანმრთელებული პაციენტი. პირველადი პასუხი მიღებული გვაქვს 10 პაციენტის. იმედია, რომ ათივესთან მოვა განმეორებით უარყოფითი და დღის ბოლოს კიდევ ათი პაციენტი დატოვებს კლინიკას. გვყავს ორი ორსული ქალბატონი, რომელთანაც დადასტურებულია კორონავირუსი, ორივე ამ ეტაპზე არის სტაბილური. ახალი შემთხვევა არ გვყოლია ბოლო 24 საათის განმავლობაში, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს“, – განაცხადა რატიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post contrepoints.org – საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ ჩვენ გამოცდილება ბევრი სხვა ქვეყნისგან უნდა გავიზიაროთ
Next post მარინა ეზუგბაია: COVID19-ის ახალი შემთხვევებიდან 10 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება