მამუკა მდინარაძე: რადიკალი ოპონენტები, რომლებიც ტრაგედიით მოსარგებლეები გახდნენ, მათი მმართველობის დროს მიჩვეული იყვნენ მეორე-მესამე დღესვე გამოუძიებელი შედეგების დადებას

Read Time:37 Second

რადიკალი ოპონენტები, რომლებიც ტრაგედიით მოსარგებლეები გახდნენ და ეს პირველად არ ხდება, მათი მმართველობის დროს მიჩვეული იყვნენ, მეორე-მესამე დღესვე გამოუძიებელი შედეგების დადებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია არ არის ასეთი მარტივი ამბავი, რომ ექსპერტიზების, დაკითხვებისა და საგამოძიებო მოქმედებების გარეშე შეიძლებოდეს მეორე და მესამე დღეს დასკვნების გამოტანა.

„დარწმუნებული ვარ, გამომძიებლები მაქსიმალურად მოკლე ვადაში შეეცდებიან კონკრეტული შედეგი დადონ ამ საქმეზე. ეს არის უდიდესი ტრაგედია და დარწმუნებული ვარ, ეს გათავისებული აქვს ყველას, მათ შორის საგამოძიებო ორგანოებს. სიმართლის დადგენა რა ვადებიც დასჭირდებათ იმ ვადაში დადებენ იმ შედეგს, რომლითაც რეალურად თუ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა იყოს, ვერცერთი ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობა. ეს იქნება ვიღაცის დაუდევრობა, ან ისეთი მოქმედება, რამაც ასეთი შედეგი დააყენა, დარწმუნებული ვარ, ამ პასუხისმგებლობას ვერავინ წაუვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება – პოლიცია ამჟამად იმ კომპანიას ამოწმებს, რომელსაც შადრევნის უსაფრთხოების შემოწმება ევალებოდა
Next post ირაკლი კობახიძე: საარჩევნო სისტემაში ცვლილებები 12 პუნქტის ნაწილი არ არის – წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მზაობას, პოლარიზაცია შეამციროს, სავარაუდოდ, საკითხს მივუბრუნდებით მომავალ წელს, ან 2024 წელს