მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: საკუთარ შანსს ქვეყნის დაზიანებაში და ტრაგედიებში ხედავენ

Read Time:49 Second

როდესაც შენ საქართველოს მოსახლეობას ეუბნები, რომ შენ უკვე 10 წელია ირჩევ რუსულ, მტრულ ხელისუფლებას, ეს საქართველოს იმიჯის დაზიანებაა და შეურაცხყოფაა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, – თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპონენტების განცხადებების საპასუხოდ. მისივე განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია საკუთარ შანსს ქვეყნის დაზიანებაში ხედავს.

„ოპონენტების ყველა ასეთი განცხადება ემსახურება პოლიტიკურ და ამავდროულად მავნებლურ ინტერესს. ისინი არად დაგიდევენ იმ ამბავს, რომ ასეთი განცხადებებით ზიანდება ქვეყნის იმიჯი. ისინი „ქართული ოცნების“ იმიჯის დაზიანებას ცდილობენ, მაგრამ ქვეყნის იმიჯი ზიანდება. როდესაც შენ საქართველოს მოსახლეობას ეუბნები, რომ შენ უკვე 10 წელია ირჩევ რუსულ, მტრულ ხელისუფლებას, წარმოდგენა არ გაქვს რას აკეთებ. ამას რომ კადრებ შენ საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს ეს შენი ქვეყნის შეურაცხყოფაა. ეს საქართველოს იმიჯის დაზიანებაა და შეურაცხყოფაა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის. ვხედავთ, რომ ისინი არ ერიდებიან საკუთარი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას, არ ერიდებიან ტრაგედიით სარგებლობას, მანიპულირებას. ქვეყნის დაზიანებაში და ტრაგედიებში საკუთარ შანსს ხედავენ და ადამიანები, რომლებიც ამაში საკუთარ შანსს ხედავენ, რას იმსახურებენ კამერების წინ რთული სალაპარაკოა. ეს ხალხია სამწუხაროდ ჩვენი ოპონირების გამწევი, რასაც ოპონირება არ ჰქვია, ჰქვია მტრობა საკუთარი ქვეყნის და ამორალურობა“, – აცხადებს მდინარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსეთში, კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსებთან ჩამოვარდა
Next post მიხეილ სარჯველაძე: ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობა და ურთიერთობები არასდროს არ ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლაა