მამუკა მდინარაძე დანილოვზე: თუ ვინმეს საქართველოს მტრობა უნდა, ასეთი განცხადებები უნდა აკეთოს – საქართველო თავისი ტერიტორიების დაბრუნებაზე, გამთლიანებაზე, თავისი დებისა და ძმების დაბრუნებაზე ყოველთვის იზრუნებს, მაგრამ ეს ომის გზით არ იქნება

Read Time:36 Second

„თუ ვინმეს საქართველოს მტრობა უნდა, ასეთი განცხადებები უნდა აკეთოს“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის განცხადებას.

მისივე თქმით, უკრაინაში, ცალკეული ადამიანები, ომისკენ მოწოდებებს არ ერიდებიან.

„საქართველო თავისი ტერიტორიების დაბრუნებაზე, ქვეყნის გამთლიანებაზე, თავისი დებისა და ძმების – აფხაზებისა და ოსების დაბრუნებაზე ყოველთვის იზრუნებს, მაგრამ ეს არ იქნება ომის გზით. როგორც ჩანს, ბევრს უნდა, რომ ეს ომის გზით იყოს, მაგრამ იმ ხალხმაც – ჩვენმა დებმა და ძმებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, უნდა იცოდეს, რომ საქართველო ამას ომის გზით არასდროს განახორციელებს. ეს [დანილოვის განცხადება] დიახ, ომისკენ მოწოდებაა. ახლა, ეროვნებით ქართველებმა და დავალების მიმღებებმა ქვეყნის გარედან, კეთილი ინებონ და კითხვას პასუხი გასცენ: ემიჯნებიან და გმობენ თუ არა ასეთ განცხადებას, რომელიც ომისკენ პირდაპირი მოწოდებაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი: ტერორისტები თავიანთ ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებენ, რუსეთს ამის გამბედაობა არ აქვს