ლუკა ხვედელიანი – მაკაბიადის ჩემპიონი

Read Time:45 Second

14-დან 27 ივლისის ჩათვლით, ისრაელში, მაკაბიადას 21-ე ჩემპიონატი
მიმდინარეობს. ამ შეჯიბრში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნების
წარმომადგენელი ებრაელი სპორტსმენები იღებენ. მაკაბიადა გასულ
წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო
გადაიდო და წელს გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობას 10 ათასამდე სპორცმენი იღებს მსოფლიოს
80 ქვეყნიდან. ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს
ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ გერცოგი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო
ბაიდენი მიესალმნენ. მაკაბიადა წელს მსოფლიოში ყველაზე
მრავალრიცხოვან ტურნირად იქნა მიჩნეული.
კარატეში შეჯიბრი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადისა და ბირმინგემი –
2022 (ალაბამა, აშშ) ფორმატში გაიმართა. რვა მონაწილე ორ ჯგუფად
დაიყო. ჯგუფში გამარჯვებულები ნახევარ ფინალში შეხვდნენ
ერთმანეთს. პირველი ჯგუფიდან ნახევარფინალში ქართველი
სპორტსმენი ლუკა ხვედელიანი გავიდა. მან ნახევარფინალში
უკრაინელი საშა კიჩერმანი დაამარცხა 3:1.
ხვედელიანი გამოცდილი სპორტსმენია. ის მონაწილეობას იღებდა
დუბაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე (2021 ნოემბერი) და ორი
გამარჯვება მოიპოვა. აგრეთვე, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატში
თურქეთში.
მაკაბიადის ფინალში ლუკა ხვედელიანმა ისრელის ნაკრების
წარმომადგენელი რომა გაიგი ანგარიშით 3:1 დაამარცხა და
დამსახურებულად გახდა მაკაბიადის ჩემპიონი.
ფოტო: ლუკა ხვედელიანი პედესტალზე.
მაკაბიადის პ/ს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს უნდა კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ ამაში ნამდვილად არ შევყვებით
Next post ალექსეი რეზნიკოვი: 90 წლის წინ, თოფების დახმარებით, რუსეთმა მოაწყო „ჰოლოდომირი“, ახლა ისინი რაკეტებს იყენებენ, რათა სხვა ერები აშიმშილონ