ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს უნდა კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ ამაში ნამდვილად არ შევყვებით

Read Time:45 Second

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს უნდა, ხელისუფლება კინკლაობაში შეიყვანოს, მაგრამ მმართველი გუნდი მას ამაში არ შეჰყვება. ამის შესახებ „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„მას უნდა, კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ ამაში ნამდვილად არ შევყვებით, რადგან არანაირი ინტერესი არ გვაქვს პოლემიკაში და კინკლაობაში შევიდეთ პრეზიდენტთან. არ ვიცი, ამას რატომ აკეთებს. შეიძლება, თავისი როლი უნდა წინ წამოწიოს; შეიძლება, ვიღაცის გავლენის ქვეშ არის; შეიძლება, რაღაცებს ვერ აანალიზებს; შეიძლება, კონსტიტუცია ვერ გაიგო კარგად. ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და შეიძლება, ყველა ერთად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ და პრეზიდენტს არ შევყვებით კინკლაობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრეზიდენტს უხსნიდნენ დეტალებს, რომლებზეც საჯაროდ ვერ საუბრობდნენ და მას ინფორმაციის ნაკლებობა არ ჰქონდა, თუმცა სწორი ანალიზი ვერ გააკეთა.

კობახიძემ რუსეთის საკითხის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური პლატფორმა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით და ეს პოზიცია ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველზე“: ადამიანს,რომელსაც საკუთარი პროფესიით საქართველოში ცნობილი არაერთი სამეწარმეო-კომერციული ობიექტის მშენებლობაში მიუღია მონაწილეობა უქონელად და სიძის გავლენებით გამდიდრებულად გვასაღებენ
Next post ლუკა ხვედელიანი – მაკაბიადის ჩემპიონი