ლაშა ტალახაძე: სიტყვებით ნამდვილად მიჭირს ხოლმე გულშემატკივრებისადმი გამოვხატო მადლიერება, იქიდან გამომდინარე, რომ პირადად ჩემთვის გულშემატკივარი ძალიან ბევრს ნიშნავს

Read Time:32 Second

სიტყვებით ნამდვილად მიჭირს ხოლმე გულშემატკივრებისადმი გამოვხატო მადლიერება, იქიდან გამომდინარე, რომ პირადად ჩემთვის გულშემატკივარი ძალიან ბევრს ნიშნავს, – ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მან თავის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„როდესაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გულშემატკივარი არ ესწრებოდა, არ იყო საბრძოლო სიტუაცია და უხასიათოდ ვიყავით. გულშემატკივრები გვაძლევენ სტიმულს, გვაძლევენ მობილიზების საშუალებას. რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებში ვკითხულობდი კომენტარებს, რომ ყველა ჩვენს გამარჯვებასა და წარმატებას ელოდებოდა. როდესაც უშუალოდ შრომობ და წვალობ და გადიხარ შეჯიბრზე, ძალიან ბევრი მეფიქრება ჩემს გულშემატკივრებზე, რომ გამარჯვებასთან ერთად ისინი ჩემგან ახალ რეკორდებსა და მაქსიმალური შედეგის დაფიქსირებას ელიან და ძალიან დიდი მადლობა მინდა თითოეულ მათგანს ვუთხრა. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მათი იმედი არ გავაცრუო“, – განაცხადა ტალახაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: არცერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება
Next post გიორგი ვოლსკი: სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს ის დამამცირებელი სიტყვები არ უნდა უწოდო, რაც სააკაშვილის პირიდან ამოვიდა