გიორგი ვოლსკი: სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს ის დამამცირებელი სიტყვები არ უნდა უწოდო, რაც სააკაშვილის პირიდან ამოვიდა

Read Time:43 Second

შენი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს ის დამამცირებელი სიტყვები არ უნდა უწოდო, რაც მისი პირიდან ამოვიდა, – ასე ეხმაურება საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი მიხეილ სააკაშვილის მიმართვას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილისთვის სულ ერთია მიმართავს ჯარს, პოლიციას, ეკონომისტებს თუ მეთუნეებს – მისი ერთადერთი ამოცანაა, როგორმე ქვეყანა შეარყიოს.

„შენი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს ის დამამცირებელი სიტყვები არ უნდა უწოდო, რაც მისი პირიდან ამოვიდა. თუმცა, ეს გასაკვირი არ არის. ეს არის ადამიანი, ვინც ჩვენი დახოცილი მეომრების ცხედრები ბრძოლის ველზე მიატოვა. ეს არის მთავარსარდალი, ვინც მიწაზე დაწვა, როცა თვითმფრინავის ხმა გაიგონა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიატოვა. ეს არის ადამიანი, რომელიც იმის მაგივრად, რომ საკუთარ ჯარს იცავდეს და სიმპათიას გამოხატავდეს, ოღონდ პოლიტიკური პოზიცია გაიძლიეროს, ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლია, იკადროს ის, რაც იკადრა.

ჩვენი ჯარი არის მოწინავეთა შორის. ჯარს უამრავი სოციალური პრობლემა მოუგვარდა. ჯარი არის ნატოს სტანდარტებთან მაქსიმალურად მოახლოებული, მოწინავეთა შორის, არაერთხელ გამოიჩინა თავი. ღირსეული ჯარია ღირსეული ოფიცრებითა და რიგითებით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ტალახაძე: სიტყვებით ნამდვილად მიჭირს ხოლმე გულშემატკივრებისადმი გამოვხატო მადლიერება, იქიდან გამომდინარე, რომ პირადად ჩემთვის გულშემატკივარი ძალიან ბევრს ნიშნავს
Next post ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საგარეო ვალის აღებასთან დაკავშირებით გარკვეული კორექტირებები მოსალოდნელია