კახა კალაძე: არცერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება

Read Time:24 Second

ტრანსპორტზე რეგულაციებს, რაც მოთხოვნილი იყო, მაქსიმალურად დავიცავთ, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება თუ რომელიმე მგზავრს პირბადე არ ექნება გაკეთებული.

„არცერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება. ამის ბევრი მაგალითიც გვქონდა. ძალიან დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად არ იკეთებდნენ პირბადეს, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეეზღუდათ. ავტობუსები, რაც ჰყავს დედაქალაქს, ყველა გაშვებულია ხაზზე და ემსახურება თბილისს“, – განაცხადა კალაძემ.

ერთთვიანი შეზღუდვის შემდეგ, საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დღეს აღდგა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ცუცქირიძე: უახლოეს წლებში ადგილობრივი ექსპორტის ზრდასა და დივერსიფიკაციაზე დადებითად აისახება მთავრობის ახალი, ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი პროგრამა, რომლითაც 3 წელიწადში ათასზე მეტი საწარმო დაფინანსდება
Next post ლაშა ტალახაძე: სიტყვებით ნამდვილად მიჭირს ხოლმე გულშემატკივრებისადმი გამოვხატო მადლიერება, იქიდან გამომდინარე, რომ პირადად ჩემთვის გულშემატკივარი ძალიან ბევრს ნიშნავს