ლაშა ნაცვლიშვილი – ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში უნიკალური მოვლენაა

Read Time:50 Second

ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება არის უნიკალური მოვლენა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო, პოლიტიკური ქველმოქმედების 8 წლიანი აქტი, რომლის შედეგი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოჩნდება და ისტორია იტყვის თავის სიტყვას,- ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილმა, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში განაცხადა როგორც ნაცვლიშვილმა განაცხადა, რა საკვირველია , ამ მასშტაბის ლიდერის პოლიტიკიდან გასვლა, არის ძალიან დიდი გამოწვევა პარტია „ქართული ოცნებისთვის“ და ზოგადად სახელისუფლებო გუნდისთვის, მაგრამ იმავდროულად, ნებისმიერი გამოწვევა აქტიური ადამიანისთვის, ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა. ლაშა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ გამოწვევას, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი ღირსეულად და წარმატებით გაართმევს თავს, გაათმაგებული ენერგიით იქნება ერთგული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობის. ,, ბიძინა ივანიშვილმა რაც ქართულ პოლიტიკაში გააკეთა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკური ქველმოქმედების სახით, ეს არის უნიკალური შემთხვევა. მან მოახდინა ხელისუფლების დემოკრატიული ტრანზიცია საკუთარი თავიდან პოლიტიკურ გუნდზე – ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში და მსოფლიოში უნიკალური შემთხვევა, როდესაც უმაღლესი სახალხო ლეგიტიმაციით აღჭურვილი პოლიტიკური ლიდერი, ნებაყოფლობით ახდენს ძალაუფლების დემოკრატიული გზით გადაცემას პოლიტიკურ ლიდერთა გუნდზე. ჩემი აზრით ამას ისტორია კიდევ უფრო მეტად შეაფასებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ნაცვლიშვილი: „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში ხაზგასმულია, რომ პუტინისგან, ტრამპისგან და ლუკაშენკოსგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი არის უნიკალური ლიდერი – ისინი ებღაუჭებოდნენ ხელისუფლებას, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა, დემოკრატიული არჩევნებით მიღებული ძალაუფლება, ნებაყოფლობით დათმო
Next post თენგიზ ცერცვაძე – საქართველო მის მსგავს ქვეყნებს შორის იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვაქცინას მიიღებს