თენგიზ ცერცვაძე – საქართველო მის მსგავს ქვეყნებს შორის იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვაქცინას მიიღებს

Read Time:1 Minute, 34 Second

საქართველო მის მსგავს ქვეყნებს შორის იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვაქცინას მიიღებს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ვაქცინის პირველი პარტია იქნება „ფაიზერის“ რამდენიმე ათეული ათასი დოზა.

„მთელი ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ძალისხმევით, იმ პატივისცემისა და ანგარიშგაწევის გამო, რასაც მსოფლიო ინსტიტუციები საქართველოს უწევენ, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, მის მსგავს ქვეყნებს შორის, რომელიც მიიღებს ვაქცინას. ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ საქართველო მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინის მცირე პარტიას, სახელდება რამდენიმე ათეული ათასიდან ასი ათასამდე დოზა.

ეს შესაძლოა, მოხდეს ერთ თვეში. ხოლო შემდეგი პარტიის მიღება იგეგმება არაუგვიანეს პირველი კვარტლის ბოლოს, ანუ არაუგვიანეს მარტის ბოლოს. ეს იქნება გაცილებით უფრო დიდი რაოდენობა – ასეული ათასი, ნახევარი მილიონი ან უფრო მეტი. რამდენადაც ვიცი, ეს იქნება სავარაუდოდ „ასტრაზენეკა“, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. „ასტრაზენეკა“ საქართველოსთვის ოპტიმალურია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, ვაქცინის პირველი პარტიით რისკ-ჯგუფები აიცრებიან. ამასთან ცერცვაძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„უკვე განსაზღვრულია რისკ-ჯგუფები. პირველ რიგში, ეს იქნება ჯანდაცვის მუშაკები, ასევე ხანდაზმული და თანხმლები დაავადებების მქონე პირები, რასაც გასწვდება ვაქცინის ეს პირველი პარტია. ხოლო შემდეგი პარტიების დროს, ამოცანაა მოსახლეობის მინიმუმ 60 პროცენტი მაინც აიცრას. 60 პროცენტის აცრა ნიშნავს უკვე გაჯერებულ იმუნიტეტს, ანუ ახალი შემთხვეების რაოდენობა იქნება მინიმალური.

ცალსახად ვურჩევ ყველას, ვისაც არ ექნება რაიმე განსაკუთრებული წიანააღმდეგ ჩვენება, ვაქცინის მიმართ ალერგიული რეაქცია ან რაღაც ასეთი, ყველამ გაიკეთოს ვაქცინა და უპირველეს ყოვლისა, ვინც განეკუთვნება რისკის ჯგუფებს. ის რომ ცუდი იყოს, ინგლისის დედოფალი და მისი ოჯახი არ აიცრებოდა, არ აიცრებოდა ჯო ბაიდენი და ერდოღანი“, -განაცხადა ცერცვაძემ

ამასთან, როგორც ცერცვაძემ ეპიდვითარების შეფასებისას აღნიშნა, სტაბილურობა შეინიშნება. მისივე თქმით, ის პირველ თებერვალს შეზღუდვების მოხსნის ან შემსუბუქების მომხრეა.

„სტაბილიზაცია აშკარად არის. მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რაოდენობა არის ათასიდან ორი ათასამდე. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს რიცხვი პირველი თებერვლისთვის კიდევ უფრო დავიდეს ქვემოთ. მე ცალსახად ვემხრობი პირველი თებრვლიდან შეზღუდვების მოხსნას ან შემსუბუქებას, ოღონდ იმ პირობით, თუ ამ შემსუბუქების და მოხსნის პარალელურად, მოხდება მოქმედ რეგულაციებზე, მხედველობაში მაქვს პირბადე, სოციალური დისტანცირება თუ სხვა, კონტროლის გამკაცრება“, –  განაცხადა ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ნაცვლიშვილი – ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში უნიკალური მოვლენაა
Next post საბა ბუაძე – მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს ხელს უშლის დაპირისპირება და ის აგრესიული რიტორიკა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ გვესმოდა