ლაშა ნაცვლიშვილი: „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში ხაზგასმულია, რომ პუტინისგან, ტრამპისგან და ლუკაშენკოსგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი არის უნიკალური ლიდერი – ისინი ებღაუჭებოდნენ ხელისუფლებას, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა, დემოკრატიული არჩევნებით მიღებული ძალაუფლება, ნებაყოფლობით დათმო

Read Time:53 Second

„ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში განსაკუთრებულად ხაზგასმულია, რომ პუტინისგან, ტრამპისგან და ლუკაშენკოსგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი არის უნიკალური ლიდერი, რომ ისინი ებღაუჭებოდნენ ხელისუფლებას, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა, მათგან განსხვავებით და ეს უსვამს ხაზს მის უნიკალურობას, დემოკრატიული არჩევნებით მიღებული ძალაუფლება, ნებაყოფლობით დათმო მაშინ, როდესაც კადენციაც არ იყო გასული,- ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა ,, ვაშინგტონ პოსტში” ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე დასმულ შეკითხვას. როგორც ლაშა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, „ვაშინგტონ პოსტი“ ხაზს უსვამს იმას, რის ხაზგასმაც მისი თქმით, როგორც ჩანს ქართულ მედიას და მის სპეციფიურ ნაწილს არ მოსწონს – ეს არის ის გრანდიოზული, უნიკალური სიქველე, რასაც 30 წელია ეწევა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ,,კიდევ ერთხელ ვიმეორებ „ვაშინგტონ პოსტი“ ხაზგასმით აღნიშნავს როგორც მის პოლიტიკურ როლს – პოლიტიკაში ამ დადებით როლს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ნებაყოფლობით ტოვებს ძალაუფლებას ყველა იმ ჩამოთვლილი ლიდერისგან განსხვავებით – კიდევ ერთხელ გავიმეორებ ტრამპისგან, პუტინისგან, ლუკაშენკოსგან განსხვავებით ის ნებაყოფლობით თმობს და ამითა არის მისი შემთხვევა უნიკალური. გარდა ამისა, „ვაშინგტონ პოსტი“ ხაზს უსვამს იმას, რის ხაზგასმაც როგორც ჩანს ქართულ მედიას და მის სპეციფიურ ნაწილს არ მოსწონს – ეს არის ის გრანდიოზული, უნიკალური სიქველე, რასაც 30 წელია ეწევა ბატონი ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვაშინგტონ პოსტი: ბიძინა ივანიშვილის მიდგომა, რომელიც ძალაუფლების გადაცემას გულისხმობს, გამორჩეულია რეგიონში
Next post ლაშა ნაცვლიშვილი – ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში უნიკალური მოვლენაა