ვაშინგტონ პოსტი: ბიძინა ივანიშვილის მიდგომა, რომელიც ძალაუფლების გადაცემას გულისხმობს, გამორჩეულია რეგიონში

Read Time:38 Second

ბიძინა ივანიშვილის მიდგომა, რომელიც ძალაუფლების გადაცემას გულისხმობს, გამორჩეულია რეგიონში განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სხვა პოსტსაბჭოთა ლიდერები, როგორ წესი, ვერ ელევიან ძალაუფლებას და იშვიათად მიდიან საკუთარი ნებით, – ასე ეხმიანება გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას.

გამოცემა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით იგი უარს ამბობს ყველაფერზე, რათა დრო დაუთმოს ფილანთროპის როლში მთელი თავისი ქონების გაცემას საქველმოქმედო მიზნებისთვის, მისაბაძ ნარატივს უწოდებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა მკვეთრად განსხვავდება ტრამპის, ვლადიმერ პუტინის და ლუკაშენკოს პოზიციებისა და მიდგომებისგან.

საუბარია ვლადიმერ პუტინის შარშან საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება 2036 წლამდე, ასევე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოზე და მის განცხადებაზე, რომ აგვისტოს არჩევნებში, რომელიც საყოველთაოდ დაგმეს, როგორც გაყალბებული, მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება და პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაზე, რომელიც ახლა განიხილავს თავისი პოლიტიკური მომავალის ვარიანტებს, ხოლო ოთხშაბათს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საუბრობს თავისი „მოძრაობის“ გავლენასა და წონაზე“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კაპიტანმა ივერი ბუაძემ, რომელსაც ამერიკელმა ექიმებმა სიკვდილზე გამარჯვებული შეარქვეს, საცოლეს დაბადების დღეზე მოულოდნელად ხელი სთხოვა
Next post ლაშა ნაცვლიშვილი: „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში ხაზგასმულია, რომ პუტინისგან, ტრამპისგან და ლუკაშენკოსგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი არის უნიკალური ლიდერი – ისინი ებღაუჭებოდნენ ხელისუფლებას, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა, დემოკრატიული არჩევნებით მიღებული ძალაუფლება, ნებაყოფლობით დათმო