კაპიტანმა ივერი ბუაძემ, რომელსაც ამერიკელმა ექიმებმა სიკვდილზე გამარჯვებული შეარქვეს, საცოლეს დაბადების დღეზე მოულოდნელად ხელი სთხოვა

Read Time:32 Second
მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, კაპიტანმა ივერი ბუაძემ, რომელსაც ამერიკელმა
ექიმებმა სიკვდილზე გამარჯვებული შეარქვეს, საცოლეს რუსუდან სიმონიშვილს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო და მოულოდნელად ხელი სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.
ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო.
მან სწრაფად იმოქმედა, სხეულით გადაეფარა აფეთქების ძირეულ ტალღას და სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანებების ფასად მოახერხა გარშემო მყოფთა სიცოცხლის შენარჩუნება.
ივერი ბუაძემ სამედიცინო რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი გერმანიაში, აშშ-სა და საქართველოში გაიარა. გადატანილი 63 მძიმე ოპერაციის შემდეგ, ის ქართველ სამხედროებთან ერთად კვლავ დგას ქვეყნის სამსახურში. ამჟამად ქართველი ოფიცერი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ტაქტიკური მომზადების ინსტრუქტორად მუშაობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ, და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით
Next post ვაშინგტონ პოსტი: ბიძინა ივანიშვილის მიდგომა, რომელიც ძალაუფლების გადაცემას გულისხმობს, გამორჩეულია რეგიონში