ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ, და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით

Read Time:40 Second

ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა.

„მინდა პირველ რიგში მივულოცო პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა. ასევე მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ როგორც ერთიანი გუნდი, სრულად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და სხვა საკითხებზე. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ ამ გამოწვევებიდან და ყველა პრობლემა დავძლიოთ. ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელსაც უკვე მესამედ გამოუცხადა ნდობა მოსახლეობამ და ამ ნდობას მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი წასვლა ყველასთვის გამოწვევა, ვინაიდან ის არის პარტიის დამფუძნებელი და ყველა გამარჯვების მთავარი სულისჩამდგმელია. ამავდროულად, ჩვენ დღეს გვყავს ერთიანი ძლიერი გუნდი და შევძლებთ, ყველა პრობლემას სათანადოდ ვუპასუხოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვასილ მაღლაფერიძე: „ქართული ოცნება“ საინტერესო გუნდია და ვფიქრობ, ღირსეულად გაართმევს თავს პასუხისმგებლობას, გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას
Next post კაპიტანმა ივერი ბუაძემ, რომელსაც ამერიკელმა ექიმებმა სიკვდილზე გამარჯვებული შეარქვეს, საცოლეს დაბადების დღეზე მოულოდნელად ხელი სთხოვა