კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე – საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი, ეს ვერსიაც კი, ვინც ხმას მისცემს პროექტს, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე

Read Time:56 Second

მთავარი შეკითხვაა, რა არის საქართველოს ინტერესი. ცხადია, რომ საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება, ეს ვერსიაც კი, ასევე ცხადია, რომ ვინც ხმას მისცემს ამ პროექტს, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.

დეგნანის თქმით, გაერო-მ, აშშ-მა, ევროსაბჭომ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და საქართველოს მეგობრებმა მთელი მსოფლიოდან არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს, რომ ამ წინადადებების განხილვა არ დაიწყოს.

„ეს წინადადებები შეაჩერებს იმ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ ქართველების დასახმარებლად და ცდილობენ საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებას, იმ ქართველების, რომლებიც მუშაობენ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც უსაფრთხო, წარმატებული მომავალი ჰქვია. ეს წლებია, გრძელდება საქართველოს მეგობრებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების თანამშრომლობით. ამ პროცესს დააზიანებს ეს წინადადებები და ინიციატივები, რომლებიც საქართველოს არ სჭირდება. ამიტომ ჩემი შეკითხვაა, რაში სჭირდება ეს საქართველოს, რა არის ამ პროექტის რეალური მიზანი, რა დგას რეალურად ამ წინადადებების ინიცირების უკან, რომელიც საქართველოს არ სჭირდება და რომელიც იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე, მაშინ როდესაც საქართველოს უმრავლესობას გაცხადებული აქვს საკუთარი პრიორიტეტებისა და მისწრაფებების შესახებ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მოძრაობა „ხალხის ძალამ“ რამდენიმე დღის წინ დააინიცირა „უცხოური აგენტის გამჭვირვალობის“ შესახებ მეორე კანონპროექტი, რომელიც, მათი განმარტებით, ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი ნარმანია დაიღუპა
Next post ფინანსთა სამინისტრო – „კეთილდღეობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო ათწლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში დასახელდა