კახა კუჭავა: 2024 წლისთვის მზად ვიქნებით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შევიტანოთ

Read Time:40 Second

გუშინ პროგრამის წარდგენის დროს ყველამ მოისმინა ის, რისი გაგონებაც ალბათ დიდი ხანია სურდათ. ეს არის საქართველოს მზადყოფნა 2024 წელს უკვე ოფიციალურად შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ეს არის ძალიან ხმამაღალი და ამბიციური განცხადება და ამის საფუძველს 8 წლის განმავლობაში განხორციელებული მიღწევები და განვლილი გზა გვაძლევს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, კახაბერ კუჭავამ განაცხადა.

„2012-16 წლის არჩევნებზე ჩვენ ვიძლეოდით დაპირებებს, რომ კიდევ უფრო გამყარდებოდა და რეალური გახდებოდა ევროკავშირში წევრობა. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის შესრულების ანგარიში, ის საკმაოდ ამბიციური გეგმა, რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ და რომელმაც ნამდვილად დაიმსახურა მაღალი შეფასებები, გვაძლევს იმის საფუძველს პირდაპირ გავთვალოთ, რომ 2024 წლისთვის ჩვენ მზად ვიქნებით შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. დარჩენილი რეფორმების განხორციელება იქნება ის მთავარი სამუშაო, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უნდა დავასრულოთ და მზად ვიყოთ, განაცხადი შევიტანოთ. ეს გეგმა არის საკმაოდ რეალური“, – განაცხადა კახა კუჭავმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველო სამედიცინო საწოლების რაოდენობით საშუალო ევროპული ქვეყნის მაჩვენებელს უტოლდება – დავით სერგეენკო
Next post ნათია თურნავა: საქართველო განაგრძობს რეგიონულ სატრანსპორტო დერეფანში საკუთარი როლის განმტკიცებას