საქართველო სამედიცინო საწოლების რაოდენობით საშუალო ევროპული ქვეყნის მაჩვენებელს უტოლდება – დავით სერგეენკო

Read Time:47 Second

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოს სამედიცინო პოტენციალს აფასებს და აცხადებს, რომ საქართველო მისი მმართველობის დროს სამედიცინო საწოლების რაოდენობის თვალსაზრისით, საშუალო ევროპული ქვეყნების ჩამონათვალს გაუტოლდა.

„2012 წლისთვის საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობის მიხედვით იყო მეორე ადგილზე მსოფლიოში, მას უსწრებდა მხოლოდ მექსიკა“ – აცხადებს დავით სერგეენკო.

მისი განმარტებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ კლინიკების რაოდენობა 75-ით გაიზარდა. დავით სერგეენკო თვლის, რომ  ამას  თავისი ლოგიკა ჰქონდა, რადგან  იქ, სადაც მეტი ფინანსური რესურსი მიემართება, დაინტერესებაც მეტია ინდუსტრიის მიმართ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი   განმარტავს,  რომ ჰოსპიტალების რეალური პოტენციალი, გამოიხატება საწოლების რაოდენობით, ამ პოტენციალით კი საქართველო, ამჟამად საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე გადის.  პოტენციალის გაზარდამ კი ქვეყანას მისცა მეტი სითამამე და მზაობა, რომ კოვიდს ასე ეფექტურად გამკლავებოდა.

დავით სერგეენკო სამედიცინო სექტორში მიმდინარე მოვლენებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მიმდინარე პროცესები ბუნებრივია და ადეკვატური.

„ის, რომ ახალი კლინიკები  ბოლო წლებში გაჩნდა ლოგიკურია და ის, რომ სახელმწიფო ახორციელებს მონიტორინგს, რათა თანხები არამიზნობრივად არ დაიხარჯოს – ეს ვალდებულებაა. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ჩვენ, ნორმალური ვითარება გვაქვს“,- აცხადებს დავით სერგეენკო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საყოველთაო ჯანდაცვა – ადამინებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღების აღარ ეშინიათ – დავით სერგეენკო
Next post კახა კუჭავა: 2024 წლისთვის მზად ვიქნებით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შევიტანოთ