ნათია თურნავა: საქართველო განაგრძობს რეგიონულ სატრანსპორტო დერეფანში საკუთარი როლის განმტკიცებას

Read Time:22 Second

საქართველო განაგრძობს რეგიონალურ სატრანსპორტო დერეფანში საკუთარი როლის განმტკიცებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, APM ტერმინალის პროექტის ფარგლებში გაფართოვდება ფოთის პორტი და ამერიკის მთავრობის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით, აშენდება Pace Group-ის ახალი ტერმინალი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: 2024 წლისთვის მზად ვიქნებით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შევიტანოთ
Next post დავით სერგეენკო-საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტი ქართული ოცნების მმართველობის დროს გასამმაგდა