დავით სერგეენკო-საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტი ქართული ოცნების მმართველობის დროს გასამმაგდა

Read Time:1 Minute, 2 Second

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო მყარი ჯანდაცვის სისტემის შეფასების კრიტერიუმებს ასახელებს და აცხადებს, რომ მისი მმართველობის დროს ეს მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა.

საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შესაფასებლად,  რაოდენობრივი დანახარჯების მხრივ იღებს იმ ციფრს, რასაც ხარჯავს სახელმწიფო მთლიანი შიდა პროდუქტიდან(მშპ-დან) ჯანდაცვაზე. „დასაბუთებულია, რომ ქვეყნები რომლებიც ხარჯავენ ჯანდაცვაზე მშპ-დან 5%-ს და ზემოთ, აქვთ სტაბილური ჯანდაცვა, როდესაც სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ყველა საჭიროება, მათ შორის მედიკამენტები“-აცხადებს დავით სერგეენკო.

ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო განმარტავს, რომ 2012 წლის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის მშპ-ს 1%-ზე ნაკლებს ხარჯავდა ჯანდაცვაზე.

 

„შედარებისთვის, ეს მონაცემები ცენტრალური აფრიკის ქვეყნების მონაცემების მსგავსია. მას შემდეგ რაც ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის სამჯერ და დღეის მდგომარეობით, 2.9%-ს შეადგენს“ – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

მიუხედავად ჯანდაცვის დარგისთვის გასამმაგებული ბიუჯეტისა, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოს  აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს ყველა საჭიროება ჯანდაცვის სფეროში.

„შედარებისთვის, თუ საქართველო მშპ-ს 2.9%-ს ხარჯავს სამედიცინო სფეროზე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები 4-5%-ს ხარჯავენ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები კი 8-12%-ს, ხოლო აშშ-ში 17%. ეს პროცენტები უკვე გვაძლევს გარკვეულ სურათს. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუტოლდეს ევროპული ქვეყნების სისტემას“ – აცხადებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა: საქართველო განაგრძობს რეგიონულ სატრანსპორტო დერეფანში საკუთარი როლის განმტკიცებას
Next post ლევან დავითაშვილი – სამწუხაროდ, სპექტაკლების მომსწრენი წინა წლებშიც ვიყავით, რთველი დამთავრდება, ყურძენი დაბინავდება და მოსახლეობა მიიღებს ანაზღაურებას