კახა კუჭავა: ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი არის ის ადგილი, რომელიც ყოველთვის იყო გურიისა და ოზურგეთის კულტურის კერა და მან დაიბრუნა თავისი სახელი

Read Time:57 Second

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი არის ის ადგილი, რომელიც ყოველთვის იყო გურიისა და ოზურგეთის კულტურის კერა და მან დაიბრუნა თავისი სახელი და რაც ყველაზე მთავარია, ეს უნდა გახდეს ადგილი, სადაც მთელი საქართველო მოვა და ნახავს იმ ბრწყინვალე წარმოდგენებს, რომლებსაც ჩვენი რეჟისორები და მსახიობები აქ შეასრულებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ოზურგეთის განახლებულ თეატრში განაცხადა, რომლის რეაბილიტაციაც ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

„არ შეიძლება ემოციების გარეშე ისაუბრო, როცა ამ თეატრში შემოხვალ და ნახავ ამ ულამაზეს შემოქმედებას. ეს ჩემთვის არ არის მარტო თეატრი, ეს არის ადგილი სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია იპოვოს თავისი თავი, ჰარმონია, სიმშვიდე, განვითარება ყველა ეს ის კომპონენტია, რომელიც მიგვაჯაჭვებს და მოგვცემს საშუალებას, რომ ვისიამოვნოთ იმ წარმოდგენებით, რომლებსაც დღესაც ვიხილავთ და მომავალშიც. რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, ის ჩვენ ძალიან ბევრი პროექტითა და ქველმოქმედებით გვამარაგებს, რომლებსაც ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ვხედავთ, თუმცა არის გამონაკლისები, რომლებიც განსაკუთრებულ ემოციას იწვევს და ეს ნამდვილად წარმოადგენს ამ გამონაკლისს.

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი არის ის ადგილი, რომელიც ყოველთვის იყო გურიისა და ოზურგეთის კულტურის კერა და მან დაიბრუნა თავისი სახელი და რაც ყველაზე მთავარია, ეს უნდა გახდეს ადგილი სადაც მთელი საქართველო მოვა და ნახავს იმ ბრწყინვალე წარმოდგენებს, რომლებსაც ჩვენი რეჟისორები და მსახიობები აქ შეასრულებენ“, – განაცხადა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ოზურგეთის დიდებული თეატრი, რომელიც 150 წლისაა, გარემონტდა ბიძინა ივანიშვილის უშუალო დაფინანსებით
Next post თამარ გაბუნიას განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის გადაწევაზე აქტიურად მსჯელობენ