ირაკლი ღარიბაშვილი: ოზურგეთის დიდებული თეატრი, რომელიც 150 წლისაა, გარემონტდა ბიძინა ივანიშვილის უშუალო დაფინანსებით

Read Time:36 Second

მინდა, მივულოცო ოზურგეთის საზოგადოებას, დღეს არის დიდი ზეიმი, რადგან ოზურგეთს ამშვენებს ეს უნიკალური თეატრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განახლებულ ოზურგეთის თეატრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ოზურგეთის თეატრი 150 წელს ითვლის, ეს სილამაზე, ეს დიდებული თეატრი გარემონტდა ბიძინა ივანიშვილის უშუალო დაფინანსებითა და ფონდი „ქართუს“ დახმარებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს ასევე ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სახელმწიფო ფოლკლორის სტელა გაიხსნა. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვიგონეთ ეს დიდებული ადამიანი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, გურია გამორჩეულია ნიჭიერი ადამიანებით. „ანზორ ერქომაიშვილის მაგალითი ადასტურებს, თუ რაოდენ გამორჩეული მხარეა გურია და გურული ხალხი. მინდა, ყველას დიდი სითბოთი, სიყვარულით და პატივისცემით მოგეფეროთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ ოზურგეთის თეატრის რეაბილიტაციის შემდეგ გახსნას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი გურიაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, ოზურგეთის თეატრის გახსნას დაესწრო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება კომუნიკაცია
Next post კახა კუჭავა: ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი არის ის ადგილი, რომელიც ყოველთვის იყო გურიისა და ოზურგეთის კულტურის კერა და მან დაიბრუნა თავისი სახელი