კახა კალაძე – „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, მოაგვაროს ყველა პრობლემა და ღირსეულად უპასუხოს მოსახლეობის ყველა გამოწვევას

Read Time:1 Minute, 57 Second

ჩვენი ხელისუფლების მიზანი ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა, ევროპა კი ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ძლიერი ეკონომიკის მქონე ერთობაა, რომელიც მისი წევრი სახელმწიფოების თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ სიღნაღში გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. აქედან ალაზნის ველი და კავკასიონის ქედები მთელი თავისი მშვენიერებით ძალიან ლამაზად გამოიყურება. ეს მხარე საქართველოს ისტორიისთვისაც უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ მხარეში აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო, საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი და ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი. როდესაც წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა, მას მისი თმით შეკრული ვაზის ჯვარი ჰქონდა. სიმბოლურია, რომ წმინდა ნინომ ამ ჟესტით უძველესი ქართული კულტურის სიმბოლო, ვაზი და დღეს უკვე დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, ქრისტიანობა ერთმანეთს დაუკავშირა.

ჩვენი ხელისუფლების მიზანი ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა, ევროპა კი ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ძლიერი ეკონომიკის მქონე ერთობაა, რომელიც მისი წევრი სახელმწიფოების თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, განვავითაროთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ეკონომიკა და სრულფასოვნად დავუბრუნდეთ იმ სივრცეს, რომელშიც საქართველო ბუნებრივად იმყოფება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ძლიერი სახელმწიფოს ფუნდამენტი ძლიერი ეკონომიკაა.

„წელს ერთ-ერთი საუკეთესო რთველი და უხვი მოსავალია, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის მხარდამჭერის პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან წარმატებით ხორციელდება. ამასთან, სიღნაღში უფრო და უფრო ვითარდება საოჯახო ტიპის სასტუმროები, ტურისტული მიზიდულობის წერტილები და კახური სუფრაც უცხოელი სტუმრებისთვის კიდევ უფრო ნაცნობი და ახლობელი ხდება. სამწუხაროდ, პანდემიამ ეს პროცესი შეაფერხა და როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც ვებრძვით ამ უხილავ ვირუსს. დარწმუნებული ვარ, აქაც ერთიანი ძალისხმევით, თავდაუზოგავი შრომით შევძლებთ გამარჯვებას. მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რასაც დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა რჩება გამოწვევები.

„ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით – განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. არ დარჩენილა დარგი, სადაც წინგადადგმული ნაბიჯები არ გვაქვს. თუმცა, ყველა ვთანხმდებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები და ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომა სჭირდება. რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა პროგრამის პრეზენტაცია, სადაც აღინიშნა, თუ რა გაკეთდა ამ რვა წლის განმავლობაში, რაზე იყო ძირითადი აქცენტები, რა გამოწვევები გვაქვს დღეს და რა მიმართულებით მოგვიწევს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მუშაობა.

პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გახლავთ ის ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, მოაგვაროს ყველა პრობლემა და ღირსეულად უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, შევქმნათ წარმატებული საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე – დედამიწაზე ყველაზე დიდი საუნჯე ადამიანია, გავუფრთხილდეთ მას
Next post გოჩა ენუქიძე,წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად ონის მუნიციპალიტეტში, კვაშხიეთის თემის მოსახლეობას შეხვდა