კახა კალაძე – როცა ვნახე კადრები, ვინ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა – სოლიდარობის ქსელის აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი
როდესაც ვნახე კადრები, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა – სოლიდარობის ქსელის აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ჭავჭავაძის #5-ში გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.
კახა კალაძის თქმით, ის მზად იყო შეხვედროდა ახალგაზრდებს და მათთვის გაეცნო ის პროექტები, რაც თბილისის მერიამ შრომის უსაფრთხოების დაცვისა და რეგულაციების გამკაცრების მიმართულებით განახორციელა.
„ჩემთვის პირადად გაუგებარია მოთხოვნები. მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება გუშინ მომხდარ ფაქტს, რომელსაც ჩემი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მითხრეს არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც აპროტესტებს მუშების უფლებებს და ითხოვს შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტრთან და მერთან. მე რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე და აღვნიშნე, რომ მზად ვარ შევხვდე ადამიანებს, მოვუსმინო, მივაწოდოს ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა წლების განმავლობაში ამ მიმართულებით, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. გარკვეული ცვლილებები განხორციელდა საკანონმდებლო დონეზე, თბილისის მერიაც იყო ინიციატორი გარკვეული ცვლილებებისა, რომელთა ინიცირება გასულ წელს მოვახდინეთ, ეს ეხებოდა მშენებლობებზე რეგულაციების გამკაცრებას, თვითონ მშენებლობებზე დასაქმებულების უფლებებს, მათ უსაფრთხოებას და ა.შ. ამ ყველაფერს ავუხსნიდი ახალგაზრდებს, თუმცა თუ როგორც განვითარდა მოვლენები, ყველამ დაინახა. როდესაც მე ვნახე კადრები, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა და აღარ გავაგრძელებ, თუ ვინ დგას ამის უკან და ვინ მართავს ამ ჯგუფს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...