ირაკლი ჩიქოვანი – საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ეძლევა შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს საკუთარი დღის წესრიგი გააცნოს

Read Time:58 Second

საქართველოს ეძლევა საშუალება, რომ საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც დამყარებულია ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე და კანონის უზენაესობაზე, გააცნოს, როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე წვლილი შეიტანოს იმაში, რომ ამ ღირებულებების გაძლიერება მოხდეს საერთაშორისო , ევროპულ დღის წესრიგში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა შეაფასა, როგორც დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის.

პრემიერის პრესსპიკერის თქმით, საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქვეყანა და ეს არის პირველად ისტორიაში.

„ევროპის საბჭო, ეს არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ზუსტად 70 წლის წინ შეიქმნა და დაყრდნობილი იყო ისეთ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელიც მიზნად ისახავს ერთიან ევროპას, როგორც ერთიან სახლს ჩვენი ევროპული ცივილიზაციისა და ასევე ღირებულებებს, როგორიც არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის იმის შესაძლებლობა, რომ ის არჩევანი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ 20 წლის წინ და გავხდით ევროპის საბჭოს ნაწილი, ანუ მივიღეთ ცივილიზაციური არჩევანი, მივიღეთ ისტორიული არჩევანი და მივიღეთ ვალდებულება, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს ძლიერ დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოდ და მისმა მოქალაქეებმა ისარგებლონ აბსოლუტურად ყველა ევროპული შესაძლებლობით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

აღნიშნულ კომენტარს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი დღეს „იმედზე“ ნიკა ლალიაშვილის კითხვებს უპასუხებს
Next post კახა კალაძე – 2020 წელს თბილისში რამდენიმე დიდი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება, დაწყებული პროექტების ნაწილი კი, მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება