კახა კალაძე – 2020 წელს თბილისში რამდენიმე დიდი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება, დაწყებული პროექტების ნაწილი კი, მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება

Read Time:50 Second

2020 წელს თბილისში რამდენიმე დიდი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება, დაწყებული პროექტების ნაწილი კი, მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია ქეთევან წამებულის, წერეთლის, ვაჟა-ფშაველას გამზირების სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.

„დაწყებული გვაქვს და გაზაფხულზე დასრულდება მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი სრულიად ახალი გზის მშენებლობა; საკმაოდ ვითარდება არსებული ტერიტორია, გვაქვს მისასვლელი გზების პრობლემა და დავიწყეთ ამ სამუშაოების განხორციელება. მოეწყობა ბეტონის გზა და გაზაფხულზე დასრულდება სამუშაოები. დაწყებული გვაქვს ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ასევე გაზაფხულზე დასრულდება თავისი გამწვანების სამუშაოებით, ახალი განათების ბოძებით.

ვაპირებთ საბურთალოს და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის პროექტის განხორციელებას. ასევე წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ქეთევან წამებულის გამზირების სრულ რეაბილიტაციას. აქაც ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვექნება როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, როგორც ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყლის სისტემები, შეიცვლება გაზის მილები. გამწვანება თავიდან განახლდება და დარწმუნებული ვარ, ეს გამზირებიც იქნება კეთილმოწყობილი და განახლებული, როგორც სხვა შემთხვევაში გვქონდა”,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოდან ასევე დაიწყება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან წყნეთის გზატკეცილამდე დამაკავშირებელი გზის მშენებლობა; დასრულდება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი – საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ეძლევა შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს საკუთარი დღის წესრიგი გააცნოს
Next post პანკისში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი