ირაკლი კობახიძე – მადლობა მინდა გადავუხადო მანდატურებს, რომლებმაც შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას ამ მძიმე კვირაში.

Read Time:41 Second

ირაკლი კობახიძე – მადლობა მინდა გადავუხადო მანდატურებს, რომლებმაც შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას ამ მძიმე კვირაში.

დღეს გვქონდა ბოლო სამუშაო დღე ქუთაისში, რაც ძალიან სამწუხაროა, ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის. ნამდვილად შეგვაყვარა თავი ამ ქალაქმა და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ვტოვებთ სამუშაო პროცესს ქუთაისში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რიგგარეშე სესიის დახურვისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მანდატურის სამსახურს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„სრულდება რიგგარეშე სესია. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დღეს გვქონდა ბოლო სამუშაო დღე ქუთაისში, რაც ძალიან სამწუხაროა, ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის. ამ ორი წლის განმავლობაში, ზოგისთვის ექვსი წლის განმავლობაში, ნამდვილად შეგვაყვარა თავი ამ ქალაქმა და ძალიან გულდასაწყვეტია ის, რომ ვტოვებთ სამუშაო პროცესს ქუთაისში.

და ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მანდატურებს, რომლებსაც ჰქონდათ რთული სესია და მათ შესანიშნავად და ბრწყინვალედ გაართვეს თავი მათთვის დაკისრებულ ამოცანებს. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა მათ მუშაობისთვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ​

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 10 წლის ბიჭუნას მერეთიდან, რომელიც დედამ მიატოვა, მამა კი პატიმარი ჰყავს, ოცნება აუხდინეს
Next post შვედურ ელექტრომობილს საქართველოში ააწყობენ