10 წლის ბიჭუნას მერეთიდან, რომელიც დედამ მიატოვა, მამა კი პატიმარი ჰყავს, ოცნება აუხდინეს

Read Time:1 Minute, 50 Second

“მე მინ­და გა­მო­ვი­დე ექი­მი და ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ექი­მი ვიყო… ჩვენ ჯა­რის­კა­ცებს ჩვენ უნდა ვუმ­კურ­ნა­ლოთ. მინ­და ხალ­ხს ვუ­თხრა, მო­ვიდ­ნენ, გა­მიც­ნონ და მე­მე­გობ­რონ, მერე რა რომ ღა­რი­ბი ვარ…” – ეს მცი­რე მო­ნაკ­ვე­თია რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­დან, რო­მე­ლიც უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ნახა. კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მცხოვ­რე­ბი პა­ტა­რა ზუ­რას ამ­ბავ­მა Palitravideo.ge-სა და “ფე­ის­ბუკ­ზე” ვი­დე­ოს ნახ­ვის შემ­დეგ, უამ­რავ ადა­მი­ანს გა­უ­ჩი­ნა მისი დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი.

ათი წლის ზურა გა­ბო­ძე ბე­ბი­ას­თან და ორ ძმას­თან ერ­თად, გო­რის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ მე­რეთ­ში მძი­მე სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს. 10 წლის ბიჭს ერთი ოც­ნე­ბა უკვე აუხ­და – თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გი­ორ­გი აბ­რა­მიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­მა ბი­ჭუ­ნას უმას­პინ­ძლა.

“ოც­ნე­ბა, რომ სამ­ხედ­რო­ე­ბის ექი­მი ყო­ფი­ლი­ყო გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლის ექი­მებ­მა აუხ­დი­ნეს, ზუ­რას სა­ე­ქი­მო ხა­ლა­თი მო­არ­გეს და ჰოს­პი­ტა­ლი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს. სტა­ცი­ო­ნა­ლურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ზურა ჯა­რის­კა­ცე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს და­ეს­წრო და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბაც მო­ი­ნა­ხუ­ლა. სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­მა­ვალ ექიმს სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლიც აუს­რულ­და და გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში ნაძ­ვის ხეს­თან, მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი პლან­შე­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

ambebi.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ განწესდა
Next post ირაკლი კობახიძე – მადლობა მინდა გადავუხადო მანდატურებს, რომლებმაც შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას ამ მძიმე კვირაში.