შვედურ ელექტრომობილს საქართველოში ააწყობენ

Read Time:34 Second

შვედურ ელექტრომობილს საქართველოში ააწყობენ. ლაპარაკია,  Uniti One-ზე. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მემორანდუმი Uniti Sweden AB-ს, საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და Silk Road Group-ს შორის გაფორმდა. ამის შესახებ  Auto Times News-ი წერს.

საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებული მემორანდუმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საპარტნიორო ფონდიც.

„საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში განახლებადი ენერგიებისა და ეკომეგობრული პროექტების განვითარება. Uniti Sweden AB-ი ელექტრომობილების წარმოებაზე ინოვაციური, მაღალი ტექნოლოგიით მუშაობს და მსოფლიოში ამ მიმართულებით, ერთ-ერთი წამყვანი ინოვატორი კომპანიაა. საპარტნიორო ფონდისთვის საქართველოში ეკონოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, მაღალტექნოლოგიური წარმოების წახალისება, მსოფლიოს თანამედროვე ნოუ ჰაუს ათვისება, დანერგვა და ამ დარგში სამუშაო ადგილების შექმნა პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა დავით საგანელიძემ. აღსანიშნავია, რომ WIRED-მა Uniti One-ი 2019 წლისთვის ერთ-ერთ საინტერესო  ელექტრომობილად დაასახელა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – მადლობა მინდა გადავუხადო მანდატურებს, რომლებმაც შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას ამ მძიმე კვირაში.
Next post კახი კავსაძის ძალიან ემოციური და გულშიჩამწვდომი საახალწლო მილოცვა