იაგო ხვიჩია: ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ თვითონ არ იცის, რა უნდა

Read Time:29 Second

ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ თვითონ არ იცის, რა უნდა, – ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „გირჩის“ ლიდერის თქმით, ოპოზიციას შეუძლია არ მიიღოს მონაწილეობა ხელისუფლების გეგმაზე მუშაობაში, თუმცა რეალური პრობლემა იმაშია, რომ მას ამ გადაწყვეტილების დამასაბუთებელი არგუმენტები არ აქვს.

„როდესაც ამბობ, რომ ხელისუფლების გეგმაში არ მონაწილეობ, აუცილებლად უნდა გქონდეს სათქმელი შენ რა პროცესს სთავაზობ საზოგადოებას. შეიძლება არ მონაწილეობდე ხელისუფლების პროცესში ევროპისკენ სვლის მიმართულებით, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ამბობდე: „იმიტომ არ ვმონაწილეობ, რომ მე ეს გეგმა მაქვს და ეს ორი გეგმა ერთმანეთს ეწინააღმდეგება“. ჩემი აზრით, ის, რომ ოპოზიცია ამას ვერ ამბობს, მისი მთავარი პრობლემა, – განაცხადა ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post BBC: ბორის ჯონსონი მტკიცე პოზიციას იკავებს და გადადგომაზე უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წამყვანი წევრი მას წასვლისკენ მოუწოდებს
Next post შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართულ ჯართან დაკავშირებით გიორგი ბარამიძის შეფასება აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ოპოზიციის ნაწილი