შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართულ ჯართან დაკავშირებით გიორგი ბარამიძის შეფასება აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ოპოზიციის ნაწილი

Read Time:52 Second

ქართულ ჯარს არაერთხელ უბრძოლია ომებში, სადაც რუსეთი იყო ჩართული. ასე რომ, ქართული ჯარის მოტივაცია და ბრძოლისუნარიანობა არასდროს ყოფილა კითხვის ქვეშ. ოპონენტების ასეთი შეფასებები მიუღებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართულ ჯართან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიორგი ბარამიძის შეფასება აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ოპოზიციის ნაწილი.

„ფარისევლები არიან! მათი გარეგანი სახე ხომ ისაა, რომ უნდათ, წარმოაჩინონ, თითქოს, ისინი არიან ყველაზე დიდი პატრიოტები, მამულიშვილები, საქართველოსა და მისი ჯარის მოყვარულები. როცა ადამიანი საუბრობს იმაზე, რისიც არ სწამს, პატრიოტობაზე დებს თავსა და არ არის პატრიოტი, ასეთ ადამიანებს შემთხვევით გაეპარებათ-ხოლმე ასეთი შეფასებები, რადგან ეს დევს მათ გონებაში, გულსა და ეროვნულობაში.

ისინი ამ ქვეყნის პატრიოტები არასდროს ყოფილან, ამიტომ არის, რომ ასეთ შეფასებას აკეთებენ. სამწუხაროა, რომ როცა პოლიტიკური პარტიის ლიდერები საკუთარ ჯარს, ჩვენს საამაყო ქალებსა და კაცებს, ამხელა შეურაცხყოფას აყენებენ. ქართულ ჯარს არაერთხელ უბრძოლია ომებში, სადაც რუსეთი იყო ჩართული. ასე რომ, ქართული ჯარის მოტივაცია და ბრძოლისუნარიანობა არასდროს ყოფილა კითხვის ქვეშ. ოპონენტების ასეთი შეფასებები მიუღებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ბარამიძე ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში საქართველოს ომში ჩართვის შესახებ დეპუტატების მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძისა და სოზარ სუბარის განცხადებებს გამოეხმაურა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია: ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ თვითონ არ იცის, რა უნდა
Next post დიმიტრი ხუნდაძე ოცნებიდან გასულ საკრებულოს დეპუტატებზე: მაშინ, როდესაც ოპოზიციის ნაწილი ქვეყანას საკუთარი თანამდებობებისთვის სწირავს, „ოცნების“ წევრები თანამდებობებს ქვეყნის დასახმარებლად ტოვებენ, მადლობა მათ