BBC: ბორის ჯონსონი მტკიცე პოზიციას იკავებს და გადადგომაზე უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წამყვანი წევრი მას წასვლისკენ მოუწოდებს

Read Time:27 Second

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მტკიცე პოზიციას იკავებს და გადადგომაზე უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წამყვანი წევრი მას წასვლისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

BBC-ის ინფორმაციით, ბორის ჯონსონი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სურს გააგრძელოს ფოკუსირება „ქვეყნის წინაშე არსებულ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე“.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის 30-ზე მეტმა მოხელემ თანამდებობა დატოვა. 5 ივლისს, სამთავრობო კრიზისის ფონზე, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა თანამდებობები დატოვეს.

მთავრობიდან წასული თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ მათ აღარ აქვთ ნდობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიმართ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: მართლა 3 „ენჯეოზე“ და ერთ პარტიაზე თავისი 3-4 სატელიტით ხომ არ არის დამოკიდებული ამ ქვეყნის ბედი
Next post იაგო ხვიჩია: ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ თვითონ არ იცის, რა უნდა