იაგო ხვიჩია – ვერაფრით ვხსნი, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და ნიკა მელიას მოადგილეობა უნდოდეს, მამუკა ხაზარაძე ბევრად უფრო ამბიციური უნდა იყოს
გულწრფელი რომ ვიყო, ვერაფრით ვხსნი და ვერ წარმომიდგენია, კაცს ნახევარი მილიარდი ჰქონდეს და ნიკა მელიას მოადგილეობა უნდოდეს. ნიკა მელიას მიმართ პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ მამუკა ხაზარაძის მხრიდან ეს ჩემნაირი ადამიანისთვის წარმოუდგენელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე ბევრად უფრო ამბიციური უნდა იყოს, პოლიტიკამდე მისი წარმატებული კარიერიდან გამომდინარე.
„რა არის კოალიციური მთავრობის შექმნა, ამას გავიგებთ არჩევნების მეორე ტურის დღეს. დღევანდელი სიტუაცია გვაჩვენებს, რომ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ რაღაცის გარშემო და ამას კოალიციას და რაღაც ასეთს ეძახიან. სინამდვილეში, ბევრი ადამიანისთვის გასაგებია, რომ ეს არჩევნები არის მიშასა და ბიძინას არჩევნები. შესაბამისად, ახლა გამოვიდა ისე, რომ მიშას გარშემო გაერთიანებულია მთელი ოპოზიციური სპექტრი და ეს ისევ კლასიკური თამაშია, რაც 2012 წელს იყო – მიშა VS ბიძინა. არ ვიცი, ეს გაამართლებს თუ არა, მაგრამ ამ თამაშის იმედი არ მაქვს, რადგან ქართველი ხალხი გაბრაზებულია სააკაშვილზე სრულიად სამართლიანად. სააკაშვილს ამ სიბრაზის გასაქარწყებლად არაფერი გაუკეთებია და პირობა არ დაუდვია, რომ გამოსწორდებოდა, ეს არავის სჯერა. აქამდე ეს თამაში ყოველთვის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ სრულდებოდა. მგონია, რომ ახლაც იგივე იდეა დევს კოალიციაში. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ მთელი ოპოზიციის გაერთიანება აწყობდა, მათ დასამარცხებლად. თუ ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს, შემდეგი ნაბიჯი რა არის, შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე წავა საუბარი, მაგრამ ეს თუ ვერ დადასტურდა, შემდეგი ნაბიჯი რა არის, ეს ხომ ობიექტურად საინტერესოა?“, – განაცხადა ხვიჩიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
სულ რაღაც 2 დღეა დავბრუნდი, ერთი შეკრებიდან. პოლონეთის პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა, დანაყოფების მეთაურები, სხვა ქვეყნების ძალოვანი უწყების პირველი პირები, ყველა...